„აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხანაში სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ

15:07, 21.01.2018

კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები ქარხანაში რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და კომპენსაციის გაცემას ითხოვენ.

ქარხანასთან აქციაც გაიმართა, დასაქმებულები ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ.

მუშაობა ქარხანამ ნოემბრის დასაწყისში, რამდენიმე თვით შეწყვიტა. პროფკავშირების თავმჯდომარე ზაზა ალბორიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმის მოუგვარებლობა მოსახლეობას სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებელია.

მსგავსი