აგარის შაქრის ქარხანაში მუშაობა სრული დატვირთვით განახლდა

6-თვიანი კონსერვაციის შემდეგ, აგარის შაქრის ქარხანაში მუშაობა სრული დატვირთვით განახლდა. ეს ფაქტი ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, აგარის შაქრის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.  მათ დასაქმებულებს სიტყვით მიმართეს. დღესვე ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშრომლებიც დაჯილდოვდნენ.

აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა 2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან შეწყვიტა და კონსერვაციაზე გადავიდა, თუმცა, საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით კომპანიისათვის მხარდამჭერი პაკეტიც შემუშავდა.