აგარის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. მეორე დღეა ქარხნის 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია. დღეიდან ქარხანამ მიიღო გადაწყვეტილება და თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე აღარ შეუშვა. ქარხნის თანამშრომლები მე-13 ხელფასს და პრემიას ითხოვენ, რომელთა გაცემის შესახებაც, მათი განცხადებით, სიტყვიერი დაპირება მენეჯმენტისგან ჰქონდათ მიღებული. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პორტრეტის შეწყვეტას არ აპირებენ. გაფიცულებთან ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც იმყოფება და მათ მხარდაჭერას უცხადებს. ქარხანაში 450 ადამიანია დასაქმებული.