აგარის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა ქარხნის გენერალურ დირექტორთან. ალხან ალიზადასთან შეხვედრაზე რამდენიმე თანამშრომელი და ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო შესული. კომპანია პოზიციას არ ცვლის და დასაქმებულებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება. კომპანია უარს ამბობს იმ ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზეც, რომელზეც სიტყვიერი შეთანხმება იყო თანამშრომლებთან. სანაცვლოდ, კომპანია დასაქმებულებს ორ ტომარა შაქარს სთავაზობს. აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ და ქარხნიდან პროდუქციის გატანის საშუალებას არავის მისცემენ.

ქარხნის 400-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია. ისინი კომპენსაციასა და დაპირებულ პრემიას ითხოვენ. ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხელფასი დაბალია და რადგან წელიწადში შვიდი თვე უწევთ მუშაობა, მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება ხელფასის მატებაზე და პრემიის გაცემაზე.