აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. მესამე დღეა, 400-მდე დასაქმებული გაფიცულია. ქარხნის თანამშრომლები კომპენსაციასა და დაპირებულ პრემიას ითხოვენ. მათი თქმით, ხელფასი დაბალია და მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება, როგორც მის მატებაზე, ასევე პრემიის გაცემაზე. თანამშრომელთა მოთხოვნას ქარხნის ადმინისტრაცია არ აკმაყოფილებს.
ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე აღარ შეუშვა. გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის სხვა ზომებს მიმართავენ.