აფროსნობის ტურნირი

თბილისის ზღვაზე, იახტკლუბის ორგანიზებით, აფროსნობის ტურნირი გაიმართა.

შემოდგომის თასზე რვა ეკიპაჟი მონაწილეობდა და თითოეული მათგანი 5-5 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული.

ჩემპიონატი სულ შვიდ ეტაპს აერთიანებდა. დასკვნით რბოლაში საუკეთესო შედეგი ეკიპაჟმა „ბრავომ“ აჩვენა, ეტაპი მოიგო და ექვსი გამარჯვებით თბილისის თასის მფლობელი გახდა.