აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრებას თბილისის ზღვის საიალქნო კლუბი მასპინძლობდა. ჩემპიონატზე ოპტიმისტის და ლაზერის კლასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ტურნირზე, რომელიც საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, თბილისელი აფროსნების გარდა, ფოთისა და ბათუმის საიალქნო სკოლის 25 სპორტსმენი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებს.