აფლატოქსინი რძის ნიმუშებში 

სკანდალში გახვეული რძის მწარმოებელი კომპანია და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება „სოფლის ნობათის“ პროდუქციაში – ლაბორატორიაში ჩატარებულმა მოკვლევამ დაადგინა, რომ რძის ხუთ ნიმუშში ტოქსიკური ნივთიერება აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა.

საუბარია სარეალიზაციო ქსელში თებერვალში გამოტანილ პროდუქციაზე, რომელსაც ვადა აგვისტომდე ჰქონდა. ადამიანის ორგანიზმში „აფლატოქსინის“ დიდი რაოდენობით მოხვედრა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის – აზიანებს ღვიძლს და იწვევს სიმსივნური დაავადებების პროვოცირებას. მონიტორინგის და ლაბორატორიული შემოწმების შედეგებმა მოსახლეობაში პანიკა და შეშფოთება გამოიწვია. ექიმები შესაძლო რისკებს აფასებენ და განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ. „სოფლის ნობათს“ ფინანსური ჯარიმა დააკისრეს – არ არის გამორიცხული სხვა სახის სანქციებიც.