აფხაზური ენის დღე

18:41, 27.10.2025

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის № 7 საჯარო სკოლაში, ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა.

ღია გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებთან აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზური ენის შენარჩუნებისა პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სკოლის პედაგოგები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

მსგავსი