აფხაზეთში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტებს დღეს დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 12 ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი.

შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.