23 მაისს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო, სადაც პატრიარქმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა. 23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგინდა.