დღეს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.