აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი
სვანეთში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა. ანსამბლებმა „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. კონცერტს სვანეთში ჩამოსული ტურისტებიც დაესწრნენ.