ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებელთან მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.
„ქორეონიკონი“ – ასე ჰქვია დასრულებულ პროექტს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ხალხური სიმღერისა და ქორეოგრაფიის ნაზავია. უნიკალურ ქართულ მრავალხმიანობასთან ერთად საკონცერტო პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ხალხურ ცეკვებს აერთიანებს და თითოეული მათგანის შექმნისა და განვითარების ისტორიას გვიყვება. სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი რუსთაველის თეატრში ხვალ გაიმართება.