აფხაზეთის ომის უცნობი კადრები

კინოსტუდია “მემატიანეს” საცავში, აფხაზეთში 1991-1993 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების უცნობი, დოკუმენტური კინო-მასალა იპოვეს.  70 კოლოფში მოთავსებულ ფირებზე აღბეჭდილი საომარი სცენები, სოხუმის კადრები და ცალკეული პიროვნებების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით დასადგენია. როგორც ირკვევა, ამ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, 1993 წლის 14 მარტს, აჩადარაში, 500 კგ-იანი ბომბის განაღმვის ოპერაციისას, ბომბზე აფეთქდნენ  სტუდიის რეჟისორი  გულიკო გოდოლაძე და ოპერატორი  ჯუმბერ  ეზუგბაია.  როგორ მოხვდა ეს ფირები სტუდიაში და კიდევ რა მასალებია დაცული სტუდია მემატიანეში,-

თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში ამ უცნობი კადრების ნაწილს ნახავთ.