აფხაზეთის ომის მსხვერპლთა დაკრძალვა

აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში.

კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები კი ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაღუპულებს პატივი მიაგეს. გიორგი გახარიამ ქართველი გმირების თავგანწირვაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა „წითელ ჯვარს“ და ყველა პარტნიორს, ვინც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საქმეში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა. ნეშტების ამოცნობა სწორედ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.