აფხაზეთის ომის გმირების გახსენება

აფხაზეთში ომის დაწყების თარიღთან დაკავშრებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა.

გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც.

დატოვე კომენტარი