აფხაზეთის ომის გმირების დაკრძალვა

27 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები და სამოქალაქო პირები დღეს მიწას მიაბარეს.

ორი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები კი ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს. 13 ადამიანის ნეშტის ამოცნობა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.

2013 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგული ხუთასზე მეტი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, მათგან 191 იდენტიფიცირებულია.