აფხაზეთის ომის დროს დაკარგულთა დაკრძალვა
მრავალწლიანი მოლოდინის დასასრული.
აფხაზეთში შეირაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 11 მოქალაქის ნეშტები თითქმის 35 წლის შემდეგ ოჯახებს გადასცეს. მათ შორის ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. წლების განმავლობაში ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. ცხედრების მოძიების, იდენტიფიკაციის და გადმოსვენების პროცესი 2013 წელს დაიწყო. ეს არის წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარე ორმხრივი პროცესი, რომელიც საკმაოდ რთულ სამუშაოებს მოიცავს. ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში უკვე 300-ზე მეტი ცხედარია იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. 1992-93 წლებში დაღუპულები წლების შემდეგ საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.