აფხაზეთის ომი ფოტოობიექტივში

სოხუმის დაცემის დღეს სიმბოლური გამოფენა გაიხსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საგამოფენო სივრცე ამერიკელი  ფოტოკორესპონდენტების – ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებულ 112 ფოტოს ეთმობა.

„გვახსოვს”- ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც ხვალიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფოიეში გადაინაცვლებს.