აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სკოლების დირექტორებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას ადგილზე პირადად გაეცნო და პედაგოგებთან სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.