აფხაზეთის მთავრობის სხდომა

12:36, 30.10.2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მილიონ-ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ მან აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს დევნილ მოსახლეობასთან აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი