აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება

15:19, 18.10.2026

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ მან ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და ქვეყნის ერთიანობისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მსგავსი