აფხაზეთის მთავრობის ახალი პროგრამა
აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერების, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს. სიახლის შესახებ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პროგრამები დააანონსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.