აფხაზეთის კაპელა დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე

ქართველ შემსრულებლებს 6 ნოემბერს სტრასბურგში მოუსმენენ.

ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს აფხაზეთის საგუნდო კაპელა და ჯგუფი „ჯორჯიან სიქს“ გახსნის. შესრულდება საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები. პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმზე ეს ქართველი მუსიკოსების პირველი გამოსვლა იქნება.