აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვიზიტი იტალიაში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი იტალიაში დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში გაიმართა, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა წარმოადგინა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პალერმოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, იმ იტალიელ ოჯახებს, რომლებიც წლების წინ ქართველ და აფხაზ დევნილ ბავშვებს მასპინძლობდნენ, სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა.