სამთავრობო პროგრამები, რეგიონებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო გეგმები აფხაზეთიდან დროებით დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით – ამ თემებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ლევან მგალობლიშვილმა ისაუბრა აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სამინისტროების მიერ დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის ეფექტური მუშაობის მნიშვნელობაზე. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, ადამიანებზე ზრუნვა და ნდობის ჩამოყალიბება კი საერთო მომავლის საფუძველია.