აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. მოხსენებაში, მთავრობის თავმჯდომარემ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს. სხდომის მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.