აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფინანსური დოკუმენტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება. ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი – 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.