აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლევან მგალობლიშვილმა დატოვა. გიორგი ჯინჭარაძე, დღემდე, განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.