აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების დაჯილდოება

12:23, 28.12.2025

აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 10 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ ასახელეს საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სპორტსმენები დიპლომებითა და საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

მსგავსი