აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების დაჯილდოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები დააჯილდოვეს. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო და ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.