აფეთქებას გადარჩენილი დასახლება

დიდ დიღომში მცხოვრები ათეულობით ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა.

დიღომი შვიდი, რვა, ცხრა – ამ არეალში ჩატარებული სამუშაოების კანონიერებას გამომძიებლები ადგენენ. „თბილისი ენერჯის“ გაზგამანაწილებელ ქსელზე სხვა კერძო კომპანიის მიერ წარმოებული შეუთანხმებელი სამუშაოების გამო არსებობდა აფეთქების საფრთხე. თავის მხრივ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვაზე საუბრობს კომპანია „დიღომი ვილა გაზი“, რომელიც რაიონის ამ ნაწილში ოპერირების ლიცენზიას ფლობს. ახლა მხარეები იმაზე დავობენ, თუ რომელმა კომპანიამ უნდა მიაწოდოს მითითებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს ბუნებრივი აირი.