აფეთქება ვაზისუბანში

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი საავადმყოფოში რჩებიან. რაც შეეხება მრავალსართულიან კორპუსს. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიისა და შენობის შესწავლა. ექსპერტებმა უნდა დადონ დასკვნა, არის თუ არა კორპუსი მდგრადი და შეიძლება თუ არა სამომავლოდ იქ ცხოვრება.

თეონა ბარბაქაძე დეტალებით.