აფეთქება სამღერეთის ქუჩაზე

ლოტკინის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება – ახალგაზრდა გოგონას სხეულის 48% დამწვარი აქვს. ადგილობრივების თქმით, სამღერეთის ქუჩაზე ორი აფეთქება მოხდა. პირველი გუშინ საღამოს, ხოლო მეორე დღეს გამთენიისას. მათი განმარტებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქუჩაზე გაზის სუნს გრძნობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯიში“ ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.