აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში

გამოშვებას ვიწყებთ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით.

ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები, ჩავარდნილია ლიფტი და ხანძარია, ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ. მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. დაშავებულებზე ან მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე, პირდაპირ ჩართვას გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ.