აფეთქება პაკისტანში

ძლიერი აფეთქება პაკისტანში – ქალაქ კვეტაში რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. მედიის ცნობით, ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. ირკვევა, რომ თავდასხმა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ, უსაფრთხოების ძალები არიან განთავსებული. აფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე ახლომდებარე შენობას და გზის გასწვრივ გაჩერებულ ავტომობილებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო. როგორც დაჯგუფებაში განაცხადეს, სამიზნეს ის მატარებელი წარმოადგენდა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები გადაჰყავდა. ბელუჯისტანის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტერორისტული ელემენტები არანაირ შემწყნარებლობას არ იმსახურებენ.