აფეთქება ორთაჭალაში

ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც გვიან ღამით აფეთქება მოხდა, ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებს ელოდებიან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

კორპუსში, სადაც ძირითადად დევნილები ცხოვრობდნენ, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, გვიან ღამით მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორია მათი მდგომარეობა და რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე, – ბოლო ინფორმაციით გენო ოსიყმაშვილის ჩართვა #მოამბე