ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გვიან ღამით აფეთქება მოხდა, ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები მუშაობენ. ასევე, კორპუსში მცხოვრებლებს ეტაპობრივად საშუალება ეძლევათ სახლებიდან პირადი ნივთები გამოიტანონ. კორპუსში, სადაც ძირითადად დევნილები ცხოვრობდნენ, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 4 პირი კი დაშავდა.
როგორია მათი მდგომარეობა და რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე, – ბოლო ინფორმაციით გენო ოსიყმაშვილის ჩართვა.