მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ორთაჭალაში.
ცხრასართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევის შედეგად ჰოსპიტალიზებული კიდევ სამი ადამიანი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ძლიერი აფეთქების შედეგად მეოთხე სართულზე არსებული საცხოვრებელ ბინები ფაქტობრივად განადგურდა, ასევე დაზიანებული კორპუსის კედლები. ვიდრე ექსპერტიზა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნას დადებს, მცხოვრებლები დროებით საცხოვრისში არიან გადაყვანილები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.