აფეთქება მონაკოში 

21:32, 30.06.2026

ე.წ. წითელი გეგმა და სამძებრო ოპერაცია ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ქვეყანაში – ამ დრომდე იძებნება პირი, რომელმაც მონაკოში საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში ხელნაკეთი ბომბი დატოვა. თავდასხმის სამიზნე გახდა ბიზნესმენ ვადიმ ერმოლაევის ოჯახი. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ბიზნესმენის მეუღლე, დაზიანებები მიიღეს თავად ერმოლაევმა და მისმა მოზარდმა შვილმაც. თავდაპირველად ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები ტერორიზმის ვერსიას განიხილავდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია მკვლელობის მცდელობით შეიცვალა. ერმოლაევმა, რომელიც დეველოპერული ბიზნესით იყო დაკავებული, უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დატოვა და მონაკოში ცხოვრობდა. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიცაა ჩართული. არსებობს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც თავდამსხმელი დაინახეს.
​საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დეტალები თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი