აფეთქება მარტყოფში

მარტყოფში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ააფეთქეს. ჩამონგრეულია შენობის წინა ფასადი. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ ქურდობას უკავშირდება. დაზიანებულია ადგილზე დამონტაჟებული ბანკომატი. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.