აფეთქება ლიბანში და მსოფლიოს რეაქცია 

სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება ბეირუთში.

ლიბანის დედაქალაქში უპრეცედენტო აფეთქების შედეგად დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით ტრაგედიას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 4000-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. უგზოუკვლოდ დაკარგულად ასზე მეტი პირი ითვლება. გარდაცვლილებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს ან დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივები ნანგრევებში საკუთარ ახლობლებს ამ დრომდე ეძებენ. ლიბანელი ხალხი სამძიმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს.