აფეთქება იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში – პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

15:25, 10.11.2026

იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. დაშავებულია 13 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს მოხდა. ქარხანაში ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა გაზსადენი, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო და ადმინისტრაციული გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი