აფეთქება გვირაბის მშენებლობაზე

ორი აფეთქება ხარაგაულში და სამი დაშავებული მუშა: სოფელ ბეჟათუბანში მშენებარე სარკინიგზო გვირაბი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს სამი ადამიანის დაშავების ფაქტზე.

შემთხვევის თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ორივე აფეთქება ხელოვნურად იყო გამოწვეული, თუმცა, პირველი შემთხვევისგან გასხვავებით, მეორე აფეთქების წინ ადგილზე დასაქმებულები არ გაუფრთხილებიათ და წინასწარი პრევენციული ზომები მიღებული არ ყოფილა.

სამშენებლო სამუშაოები ახლა დროებით შეჩერებულია. ადმინისტრაცია ჯერ დუმს. ხარაგაულში დღის ბოლოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც გვირაბის მშენებელი კომპანიის დაჯარიმებას არ გამორიცხავენ.