აფეთქება გორთან

მსხვერპლით და ძლიერი ხანძრით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე.

გამთენიისას, გორთან ცეცხლი ბენზინ-მზიდს გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ტრანსპორტი ბორდიურს შეეჯახა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოცისტერნის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. ადგილზე გაჩენილ ხანძარს ერთდროულად რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.