აფეთქება დუშეთის რაიონში. ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვია. აფეთქება 7-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
დუშეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ან სხვა ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.