აფეთქება დიდ დიღომში - გარდაცვლილია სამი ადამიანი

რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, სამწუხაროდ არის მსხვერპლი. გარდაცვლილია 3 ადამიანი, დაშავებული რამდენიმე პირი კი, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის უფროსი და თბილისის მერი უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ადგილზე.