აფეთქება და სროლა შრი ლანკაში

ცოტა ხნის წინ, კიდევ სამი აფეთქება მოხდა შრი ლანკაზე.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის დროს, ისმოდა სროლის ხმაც. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ 64 პირს, რომლებსაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს ედავებიან. სწორედ „აისისმა“ აიღო პასუხისმგებლობა ხუთი დღის წინ მომხდარი ტერაქტების სერიაზე, რასაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პარალელურად, ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ზედა რგოლებში, მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო.