ტერაქტი თუ ხანძრის შედეგად გამოწვეული აფეთქება – ამ წუთებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია ბეირუთი, სადაც ცოტა ხნის წინ მასშტაბური აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე შენობა. მათ შორის ის შენობებიც, რომლებიც აფეთქების ადგილიდან ათ კილომეტრში მდებარეობს.
აფეთქების ხმას წინ უძღოდა ფოიერვერკების საწყობში გაჩენილი ხანძარი. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ქვეყნის ყოფილი პრემიერის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს უკავშირდება.